აშშ საგანგებო დახმარების სახით ჩრდილოეთ კორეას 750 000 დოლარს თავაზობს, რათა წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ეს თანხა დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული. ჩრდილოეთ კორეაში ადამინის უფლებათა დაცვის საკითხში აშშ-ს რწმუნებულმა რობერტ კინგმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ეს თანხა სამ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცემა. მისივე თქმით ეს ორგანიზაციები ამ თანხას ძირითადად მედიკამენტების შესყიდვისათვის გამოიყენებენ და მიმდინარე კვირას ფხენიანის მიმართულებით გადაიტანენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
პოპულარული
1