ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

25 წელი „ჩელენჯერის“ ტრაგედიიდან


25 წელი „ჩელენჯერის“ ტრაგედიიდან
25 წელი „ჩელენჯერის“ ტრაგედიიდან

წელს 25 წელი შესრულდა კოსმოსური შატლის „ჩელენჯერის“ დაღუპვიდან. ეს მოვლენა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა სუზან პრესტომ გაიხსენა. „ჩელენჯერი“ 1986 წლის 28 იანვარს გაშვებიდან 73 წამში აფეთქდა. ტრაგედიის ადგილზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი გრეგ ფლაკუსი იმყოფებოდა.

„მე დავინახე თუ როგორ გაიყო შუაზე რაკეტა, როგორ შეიცვალა მიმართულება და როგორ გაუშვა ძალიან დიდი კვამლი. ციდან რაკეტის ნაწილები ცვიოდა.

მე ასეთი რამ არასდროს მინახავს. იმ წუთში ვფიქრობდი, რომ ეს მოწმენდილი ცის ბრალი იყო და სხვანაირად იმიტომ ვხედავდი. თუმცა, შემდეგ გავიგონეთ ნასას ერთერთი ოფიცრის ნათქვამი, რომ ეს უკვე ავარია იყო. და ამ სიტყვებს უდიდესი გავლენა ქონდა,“ - იხსენებს გრეგ ფლაკუსი.

„ჩელენჯერის“ შვიდკაციანი ეკიპაჟის დაღუპვას საყოველთაო გლოვა და მწუხარება მოყვა. ამერიკელ ერს იმავე დღეს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მიმართა:

„ჩვენ მათ არასდროს დავივიწყებთ, არც უკანასკნელად გვინახავს ისინი, მაშინ როცა ამ მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ და გვემშვიდობებოდნენ, რათა დედამიწის მიღმა გასულიყვნენ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა რეიგანმა.

ასტრონავტებთან ერთად რიგითი მოქალაქეც იყო -კრისტა მაკოლიფი. ის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო ვინც კოსმოსში გაფრინდა. ამ კატასტროფას მისი სკოლის მოსწავლეებიც უყურებდნენ. ვალერი ნილი ვაშინგტონში სმითსონის ეროვნულ კოსმოსურ მუზეუმში კურატორად მუშაობს.

„მანამდე შატლი კოსმოსში 24-ჯერ გაფრინდა ყოველგვარი ექსცესის გარეშე.

ეს უკვე რუტინა და ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამას ხალხი არანაირ ყურადღებას აღარ აქცევდა. თუმცა, კოსმოსში გაფრენა ყოველთვის ექსპერიმენტულია და მუდამ რისკთან არის დაკავშირებული,“ - ამბიობს ნილი.

ჩელენჯერის დაღუპვის შემდეგ ნასამ უსაფრთხოების ზომები მიიღო.

რაკეტის კორპუსი უფრო მყარი დამზადდა, რათა მომავალში ასეთი ტრაგედია თავიდან ყოფილიყო აცილებული. უნდა ითქვას, რომ ჩელენჯერის დაღუპვა ნასასთვის არც პირველი ტრაგედია იყო და არც უკანასკნელი.

1967 წლის 27 იანვარს „აპოლო 1-ის“ სამი ასტრონავტი გაშვების პროცეში დაიღუპა.

2003 წლის 1 თებერვალს კი დაშვების დროს მიმართულება დაკარგა კოსმოსურმა ხომალდმა „კოლამბიამ“, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 7 ასტრონავტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG