იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა განაცხადა რომ ის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს მისმა უშიშროების ძალებმა ოპოზიციის ცხრა აქტივისტი მოკლეს. აქტივისტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ მარშში მონაწილეობდნენ. სალეჰმა გუშინვე პრესკონფერენცია მოაწყო. მისი თქმით, ის მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა გაერიდოს მედიის ყურადღებას და ერთობის მთავრობას წინასაარჩევნო სამზადისის საშუალება მიეცეს. შეთანხმებული გეგმის მიხედვით, იემენში არჩევნები თებერვალში უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც სალეჰის მმართველობა შეიცვლება. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ იემენში დაბრუნებას და ოპოზიციაში მოღვაწეობას გეგმავს. სალეჰმა აშშ-ში გამგზავრების დეტალებზე არ ისაუბრა,
დღეს იემენის უშიშროების ძალებმა ოპოზიციის ცხრა აქტივისტი მოკლეს
პოპულარული
1