ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დეფოლტის ზღვარზე


ამერიკა დეფოლტის ზღვარზე
ამერიკა დეფოლტის ზღვარზე

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა თუ არ მოხდა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდა ამერიკის ეკონომიკას კატასტროფა ემუქრება.

ობამამ განცხადება ამის თაობაზე გუშინ გააკეთა, კერძოდ მას შემდეგ, რაც კონგრესის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმ ასაზოგადოებას გააცნეს მათიი გეგმები სამთავრობო ხარჯების შემცირებასა და ვალის ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური დეფოლტი. ობამამ გააკრიტიკა კონსერვატორი რესპულიკელები, რადგანაც მათ დავალიანების კრიზისის მოგვარება მხოლოდ სამთავრობო ხარჯების შემცირებით სურთ, ისე რომ არ ითხოვენ კორპორაციებისა და მდიდარი ამერიკელებისაგან კომპრომისებზე წასვლას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის სახით. პრეზიდენტმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პაატაში რესპუბლიკელი სპიკერის ჯონ ბენერის გეგმა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის ერთი ტრილიონი დოლარით გაზრდას და ამავე დროს სამთავრობო ხარჯების ერთი ტრილიონი დოლარით შემცირებას.

XS
SM
MD
LG