ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიურმა ცეცხლმა მოგზაურობა დაიწყო


მათ ოლიმპიურ სტადიონამდე 13 ათასი კილომეტრი აქვთ გასავლელი.

ოლიმიურმა ცეცხლმა 70-დღიანი მოგზაურობა დაიწყო და გეზი დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ოლიმპიური ცენტრებისკენ აიღო. პარასკევს საბერძნეთში ანთებული ჩირაღდანი პრინცესა ანას თანხლებით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

მსოფლიო ფეხბურთის ბრიტანელმა ვარსკვლავმა, დევიდ ბექჰემმა პირველი ჩირაღდანი ინგლისის სამეფო საზღვაო ფლოტის კალდორსის სადგურზე აანთო. 27 ივლისს დაგეგმილი ოლიმპიადის საზეიმო გახსნაში სულ 8 000 სიმბოლური ჩირაღდანი მიიღებს მონაწილეობას. მათ ოლიმპიურ სტადიონამდე 13 ათასი კილომეტრი აქვთ გასავლელი.

XS
SM
MD
LG