ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი საარჩევნო კონცერტზე


სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჰარუთიუნ კუშკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არცერთი დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პარასკევს ერევანში არჩევნებისადმი მიძღვნილ კონცერტზე გაზით სავსე ბუშტების აფეთქების შედეგად მინიმუმ 144 ადამიანი დაშავდა.

დაზარალებულთა უმეტესობამ დამწვრობა მაშინ მიიღო, როდესაც ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მდგარ საკონცერტო სცენაზე სარეკლამო ბუშტებს ცეცხლი მოედო.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჰარუთიუნ კუშკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არცერთი დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია ბუშტების აფეთქება, თუმცა სავარაუდოდ მიზეზი შესაძლოა სიგარეტის ნამწვი იყოს.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოსახლეობას ინციდენტის ბოლომდე გამოიძიებას შეპირდა.

XS
SM
MD
LG