ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში მსხვერპლია


სირიელი მეამბოხეების განცხადებით, სახელისუფლებო ძალებმა დამასკოში სამი ადამიანი მოკლეს. ამ ფონზე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 300 დამკვირვებლის გაშვების ავტორიზაცია გასცა.

ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია აცხადებს, რომ დღეს საარტილერიო ცეცხლით დამასკოს ერთ-ერთი უბანი დოუმა დაიბომბა.

აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ გრძელდება ოპოზიციური ქალაქი ჰომსის საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა.

XS
SM
MD
LG