საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარი მეტოქე სოციალისტი ფრანსუა ოლანდია. ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სარკოზი კონკურენტს რამდენიმე პუნქტით ჩამორჩება.
რაც შეეხება ულტრა-მემარჯვენეების ლიდერს მარინ ლე პენს, ამას მესამე ადგილს გასვლას უწინასწარმეტყველებენ. ულტრა-მემარცხენეების ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი კი სავარაუდოდ მეოთხე ადგილს დაიკავებს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, გამარჯვებული პირველ ტურში ვერ გამოვლინდება. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. საფრანგეთში მოქმედი კანონის მიხედვით, მედიასაშუალებებს საარჩევნო უბნების დახურვამდე მედიასაშუალებებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნება ეკრძალებათ.