ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


ჰომსში დაბომბვების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დღეს სირიის სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების ქალაქ ჰომსს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ჰომსში მოქმედი ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო არმიის ნაწილებმა რამდენიმე უბანს არტილერიით და ტყვიამფრქვევებით შეუტიეს. ლონდონში მოქმედი სირიის უფლებების დაცვის ჯგუფის განცხადებით, ჰომსში დაბომბვების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

დღესვე, ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში ამბოხებულთა რაზმი პოლიციის შენობას დაესხა თავს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ყოველივე ამის ფონზე, დღეს სირიაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა 30 კაციანი მისია ჩადის. ისინი სირის სხვადასხვა რაიონებში განაწილდებიან.

XS
SM
MD
LG