ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ეკონომიკური პრობლემების წინაშეა


ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიმართ ეგვიპტელების უკმაყოფილება თანდათანობით მატულობს.

ეგვიპტის ლიდერების მიზნების მიუხედავად, რომელიც ძირითად ანტი-ამერიკული განწყობისაგან თავის დაღწევას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ, რთული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ.

მას შემდეგ რაც ქაიროში შვიდ ამერიკელს ბრალი არალეგალური საქმიანობის გაწევისათვის წაუყენეს და ქვეყნიდან გასვლის უფლება აუკრძალეს, შეერთებულმა შტატებმა ეგიპტისთვის დახმარების შეწყვეტა გადაწყვიტა.

ამ საკითხის განხილვა, ეგვიპტის ხელისუფლებამ აპრილამდე გადადო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პრობლემის დროულ მოგვარებას იმედოვნებს.

ურთიერთობის დაბალანსება ორივე მხარეს ესაჭიროება. შეერთებული შტატების ურთიერთობა ეგვიპტესთან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაშიც.

ამირა აჰმედი ეგვიპტის „დეილი ნიუსის“ რედაქტორია:

„ეგპიტემ ნაღდ ფულს თავი უნდა მოუყაროს. ქვეყნაში დიდი საბიუჯეტო დეფიციტია, ამასთანავე უცხოური რეზერვებიც ამოწურულია. რეზერვი 16 მილიარდი დოლარით შემცირებულია. სწორედ ამიტომაა საჭირო დამაეტბითი თანხების მობილიზება, რაც შეიძლება დროულად.“

შეერთებული შტატები ეგვიპტეს ყოველწლიურად 1.6 მილიარდი დოლარით ეხმარება. ამ დახმარების ნაწილი 1979 წელს ისრაელთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ხმარდება; ხოლო უმეტესი ნაწილი 1.3 მილიარდი დოლარი სამხედრო სფეროსა და ამერიკული ტექნიკის შეძენისთვის გამოიყენება.

ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიმართ ეგვიპტელების უკმაყოფილება თანდათანობით მატულობს. ისინი სამხედრო წესებით ქვეყნის მართვას პროტესტს უცხადებენ და მის სანაცლოდ სამოქალაქო სისტემაზე დაფუძნებულ მმართველობას ითხოვენ. გარდა ამისა, ეგვიპტეში უცხოურ დახმარებასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებს და თვლის.

ეგვიპტის ეკონომიკური სწავლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა კანდილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს გარდამავალ პერიოდშიც გაუწია დიდი დახმარება, ახლა საუბარი ვაშინგტონსა და ქაიროს შორის ვალის გადავადების საკითხზე მიდის, რომელიც თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის, ეკონომიკურ კავშირს, ინვესტირებას სავაჭრო ურთიერთობით გააქტიურებს.

თავის დროზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტი ფონდიდან 3.2 მილიარდი დოლარის საკრედიტო დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ვითარება მალევე შეიცვალა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში, მოსახლეობის ძირითადი საარსებო პირობების დაკმაყოფილებისა და უმუშევრობის მწვავე პრობლემა შეიქმნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომისტი კანდილი თვლის რომ შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების უარყოფა გარკვეულწილად დადებითი მოვლენა იყო. თუმცა სხვა ჯგუფები კი, რომელთა შორისაა ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და აფრიკის განვითარების ბანკი, ამ საკითხის დროულ გადაწყვეტას ელის, იმისათვის რომ ეგვიპტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში, არასათანადო ინფორმაცია არსებობს რეალური ეკონომიკური ვითარების ირგვლივ; გაურკვეველია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვალის არსებობა, არა მისი მოცულობის თვალსაზრისით, არამედ რამდენად ეთანხმება ეგვიპტის პოლიტიკას. თუ ჩვენ იმ გზით გავაგრძელებთ მოქმედებას რაც ამ ორი წლის წინ იყო, მაშინ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით კვლავ-აცხადებს, ეკონომისტი კანდილი.

სწორედ ამიტომ, ამ თემაზე, ეგვიპტეში, განხილვები კვლავ აქტუალური იქნება.

XS
SM
MD
LG