ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზა არსაით


გზა არსაით
გზა არსაით

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ცხინვალში სიტუაციის მართვის სადავეებს რუსეთი დავიდან ბოლომდე აიღებს ხელში და ვითარებას ისე წარმათავს, როგორც მისთვისაა სასურველი.

სამართლებრივი რეგულაციების თანახმად, სამხრეთ ოსეთი დე იურე საქართველოს ნაწილია, დე ფაქტო – დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რეალურად კი რუსეთის პროვინცია.

ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ და ცხინვალში ხელისუფლებამაც და მოსახლეობამაც საქართველოსთან ერთად ცხოვრების გაგრძელება მოინდომოს, ეს რუსეთის წინააღმდეგობას გამოიწვევს. რუსეთის, რომელიც მზადაა ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს და ამავდროულად, წინააღმდეგობა გაუწიოს სწორედ ამ მოსახლეობისთვის, სწორედ ამ ფულის სამართლიანად გადანაწილების სურვილს. ერთ–ერთი ოსი ბლოგერი საკუთარ პოსტში წერს:

„რაც შეეხება ჩემს პოზიციიას, იგი ისეთადვე რჩება, როგორიც იყო: მე სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრე ვარ, სხვათა შორის, როგორც საქართველოსგან, ისე რუსეთისგან. უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ განსხვავება ამ ორ იმპერიას შორის სამხრეთ ოსეთისთვის მინიმალურია“- ციტატის დასასრული.

ქალბატონი, რომელიც ალა ჯიოევას გვერდით იყო ძალოვანების ვიზიტის დროს შეშფოთებულია დამოკიდებულების ფორმით, როგორც სამართალდამცავები იქცეოდნენ. ჟანა კვაღინიძე აბობს:

„შეიძლება მათ სპეციალურად წვრთიან ამგვარი ფორმით, რომ რაც შეიძლება უხეში დამოკიდებულებით და შემზარავი ყვირილით შიში დათესონ. ისინი შემოცვივდნენ, ხელი სტაცეს ალა ჯიოევას და დაახლოებით თავის დონეზე ასწიეს. ამ დროს ცუდად გახდა. ჩვენ ყველამ ყვერილი დავიწყეთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოსი მამაკაცი ასე მოიქცეოდა. მათი მხეცური გამოხედვა, მხეცური თვალები, ალას მიმართ, ჩვენს მიმართ, გვზარავდა. ჩვენ ვეუბნებოდით, წარმოიდგინეთ, რომ მის ადგილას თქვენი დედაა, მასაც ასე მოექცეოდით? სროლა რომ გიბრძანონ, გაისვრით? მათ გვიპასუხეს: ჩვენ ნებისმიერ ბრძანებას შევასრულებთ. ჩვენ გვიბრძანეს, რომ იგი წავიყვანოთ განყოფილებაში. ვეუბნებოდთ მათ ხელმძღვანელს ეჩვენებინა ჩხრეკის სანქცია. გვპასუხობდა, გაჩვენებთ, გაჩვენებთო, მაგრამ ასე გაიყვანა დრო, არაფერი უჩვენებია. შემდეგ დაახლოებით ორმოცი ნიღნიაბი შემოვიდა, როგორც კარტოფილის ტომარა ისე, წაიყვანეს ალა და ჩასვის არა სასწრაფო დახმარების მანქანაში, როგორც მოგვიანებით ამბობდნენ, არამედ საკუთარ მანქანაში, სადაც შსს მინისტრის მოადგილე მერაბ ფუხაევიც ჩაჯდა. აი, ასე იყო ეს.“ ციტატის დასასრული.

რაც შეეხება თავად სიტუაციას ცხინვალში, იქ ყველაფერი ჩვეულ წესრიგს უბრუნდება დროებითი მღელვარების შემდეგ. გასული წლის ბოლოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა კვლავ საავადმყოფოში რჩება შეიარაღებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ.

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ცხინვალში სიტუაციის მართვის სადავეებს რუსეთი დავიდან ბოლომდე აიღებს ხელში და ვითარებას ისე წარმათავს, როგორც მისთვისაა სასურველი. ექსპერტები ცხინვალში სიტუაციის დაძაბვას არ პროგნოზირებენ. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს:

რეალურად, ცხინვალში ამ ეტაპზე ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც, რომლებიც პოტენციურად შეიძლებოდა ოპოზიიცის მხარდამჭერებად მოგვვლინებოდნენ, რთული მდგომარეობაა. საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები იძულებულნი აღმოჩნდნენ ვლადიკავკაზისთვის, ან რუსეთის სხვა ქალაქებისთვის შეეფარებინათ თავი. პირად საუბრებში უმეტესობა აცხადებს, რომ ცხინვალში წასვლის შემთხვევაში, მათ დააპატიმრებენ.

XS
SM
MD
LG