ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა რიკ სანტორუმმა გეზი ნიუ ჰემფშირისაკენ აიღო.
პენსილვანიის ყოფილი სენატორი, სულ ცოტა ხნის წინ აიოვაში გამართულ კოკუსში, მის მოწინააღმდეგე მით რომნისთან 8 ხმით დამარცხდა.
ახლა ბატონი სანტორუმი წინასაარჩევნო ბრძოლას ნიუ ჰემფშირში გააგრძელებს.
მოგვიანებით კი, რესპუბლიკური პარტიიდან დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატები სამხრეთ კაროლინის შტატში გადაინაცვლებენ.