ერაყის ერთ-ერთი პოლიტიკური ბლოკის ლიდერმა და ანტი-ამერიკულად განწყობილმა შიიტმა სულიერმა ლიდერმა მუქტადა ალ სადრმა განაცხადა, რომ ერაყელებმა პარლამენტი უნდა დაშალონ და წარმომადგენლები თავიდან აირჩიონ. მისი განცხადებას სავარაუდოდ, გააღრმავებს ერაყში არსებულ სექტარულ დაპირისპირებას.
ალ სადრის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ერაყში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ისინი ამბობენ, რომ ახლანდელი მთავრობა ვერ ახერხებს იმ სირთულეების გადაჭრას, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს.
ერაყში სექტარული დაპირისპირება მას შემდევ გამძაფრდა, რაც შიიტმა პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ სუნიტი ვიცე პრეზიდენტი ტარიკ ალ ჰაშემის დაპატიმრების ბრძანება გასცა.