ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ქიმიური კატასტროფიდან 27 წელი გავიდა


ინდოეთში ქიმიური კატასტროფიდან 27 წელი გავიდა
ინდოეთში ქიმიური კატასტროფიდან 27 წელი გავიდა

ქალაქ ბოფალში ამ საზარელი ქიმიური კატასტროფის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით დემონსტრაცია გაიმართა.

1984 წელს ინდოეთის ქალაქ ბოფალში კარბიდის შემცველ პესტიციდების ქარხანაში 40 ტონაზე მეტი მეთილის იზოციტრატის დაღვრის შედეგად, 20, 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ბოფალში ამ საზარელი ქიმიური კატასტროფის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, დემონსტრაცია გაიმართა. დემოსნტრაციის დროს მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ სარკინიზგო მიმოსვლის დაბლოკვასა და პოლიციაზე ქვებით თავდასხმას.

ბოფალის უფლებების დაცვის აქტივისტმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები მოითხოვენ კატასტროფის დროს გადარჩენილებისთვის კომპენსაციის მომატებას და 2012 წლის ლონდონში გამართული ოლიმპიადის „დოუ ქემიკალის“ მიერ დაფინანსებას აპროტესტებს.

კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დოუ ქემიკალმა შეისყიდა კარბიდის შემცველ პესტიციდების ქარხანა და ინდოეთს საკომპენსაციო თანხა 470 მილიონი დოლარი გადაუხადა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ინდოეთის მთავრობას უფრო მეტი საკომპენსაციო თანხა უნდა მოეთხოვა.

XS
SM
MD
LG