ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება


ლიბიაში ბრძოლები გრძელდება
ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

რევოლუციონერების განცხადებით, ისინი ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის მეომრები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტში წინააღმდეგობის უკანასკნელი კერების დაძლევას ცდილობენ.

გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა კადაფის ვაჟების დაპატიმრების შესახებ. რევოლუციონერების განცხადებით, ისინი ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ. თუმცა აქ ჯერ კიდევ ისმის აფეთქებების და სროლის ხმა.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს განცხადების თანახმად, სირტის აღება იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყნის ყველა ნავსადგურს აკონტროლებს.

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია კადაფის ერთ-ერთი ვაჟის მუტასიმის დაკავების შესახებ, თუმცა გარდამავალი მთავრობის სამხედროებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. ერთერთი მეთაურის ჯალალ ელ-გალალის განცხადებით, მათ მუტასიმის რამდენიმე თანამებრძოლი დაატყვევეს, მაგრამ თავად კადაფის ვაჟის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG