ლიბიის ახალი ლიდერები გარდამავალ მთავრობას ქმნიან. ამავდროულად ჯერ კიდევ წინ არის ბრძოლები დამხობილი ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეებთან, რომლებიც რამდენიმე ქალაქში არიან გამაგრებულები. უამრავ გამოწვევასთან ერთად, ახალ მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვაზეც მოუწევს ზრუნვა. თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ლიბიაში, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი ტრიპოლიდან არკვვდა.
ლიბიელები ჯერ კიდევ მოპოვებული თავისუფლებით ტკბებიან. ბევრი ლიბიელი კადაფის ყოფილი სასახლის ნანგრევებს სტუმრობს. ლიბიელი ბავშვები აქ უამრავ ფოტოს იღებენ. ყოფილი რევოლუციონერები კი გამარჯვებას ავტომატის ჯერებით აღნიშნავენ. ლიბია კადაფის 42 წლიანი მმართველობისგან ნელნელა თავისუფლდება. უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს კადაფის ეპოქაში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ეს ნარჩენები სრულიად უნდა აღმოიფხვრას.
აბუ სალიმის ციხე უზარმაზარი კომპლექსია, სადაც ათასობით პოლიტპატიმარი წლბის მანძილზე იხდიდა სასჯელს. ბევრი მათგანი ციხეშივე მოკვდა, ზოგიც გაუჩინარდა.
როდესაც ამბოხებულებმა აგვისტოში ციხე შტურმით აიღეს, უამრავი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომლებიც პოლიტპატირებს, დისიდენტებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხებოდა.
მოჰამედ სალემ დრაჰი ერთერთი უფლებადამცველია, რომელიც დაკავების, გაუჩინარების და სხვა დარღვევების ფაქტებს დოკუმენტურად აღნუსხავდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დაზარალდა. ეს პირველ რიგში სამართლიანნობის დასამაყარებლად არის მნიშვნელოვანი.“ - ამბობს სალემი.
ეროვნული გარდამავლი საბჭოს ლიდერი მუსტაფა აბდელ ჯალილი ლიბიელებს მოუწოდებს, რომ უარი თქვან შურისძიებაზე და შექმნან ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე.
„ჯალილის თქმით ქვეყანამ თავიდან უნდა აირიდოს ძალადობა და სიძულვილი. მისი განცხადებით, ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იქნება.“
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთების კიდევ ერთ საგანს ლიბიაში მცხოვრები საჰარის რეგიონის აფრიკელების მდგომარეობა წარმოადგენს. მათი რაოდენობა ლიბაიში ერთ მილიონს აღემატება. როგორც ცნობილი იყო, მათი ნაწილი კადაფის მომხრეების რიგებშიც იბრძოდა. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მათ ბრძოლის სანაცვლოდ ლიბიის მოქალაქეობა შესთავაზეს.
„ჰუმან რაითს უოჩის“ თანამშრომელი პიტერ ბოკარეტი ამბობს, რომ საჰარელი აფრიკელების დიდ ნაწილი კადაფის მომხრეობაში იყო ეჭვმიტანილი და მათ ყოველგვარი ბრალდების და საფუძვლის გარეშე აპატიმრებდნენ.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მათ ამბოხებულები ქუჩებში აპატიმრებდნენ, მიყავდათ დაკავების ადგილებში სადაც არც რაიმე პროცესი ტარდებოდა და არც გამოძიება,“ - ამბობს ბოკარეტი. მისი თქმით, ძალიან რთული იქნება კადაფის დროინდელი პოლიციური სახელმწიფოს დემოკრატიულ საზოგადოებად გარდაქმნა. თუმცა ეს არის ის მიზანი, რაც ლიბიელთა უმრავლესობას ამოძრავებს.