იემენის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა განაცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში გადადგება თანამდებობიდან.
სალეჰი 33 წელია იემენის სათავეში, მაგრამ უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში მისი გადადგომის მოთხოვნით, მიმდინარე სახალხო გამოსვლებმა სახელმწიფოს პარალიზება გამოიწვია.
ოპოზიციის განცხადებით, იემენში შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, თუ პრეზიდენტი სალეჰი არ დატოვებს თავის პოსტს. სალეჰი ოთხი თვის განმავლობაში საუდის არაბეთში მკურნალობდა მის რეზიდენციაზე მოწყობილი თავდასხმის დროს მიღებულ ჭრილობებს.
სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს მეთაურებმა მას ხელისუფლების გადაცემის თავიანთი გეგმა შესთავაზეს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.