ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა "დიდი სამეულის " აღორძინებას ზეიმობს


ობამა "დიდი სამეულის " აღორძინებას ზეიმობს
ობამა "დიდი სამეულის " აღორძინებას ზეიმობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკული ავტოწარმოების „დიდი სამეულის“ -ფორდის, ჯენერალ მოტორსის და კრაისლერის აღორძინებას ზეიმობს.

შაბათის ტრადიციული მიმართვა პრეზიდენტმა ამჯერად ოჰაიოს ქალაქ ტოლედოში კრაისლერის საწარმოში გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კრაისლერი და ჯენერალ მოტორსი მისი ადმინისტრაციაში მოსვლის დღიდან ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. სახელმწიფო სუბსიდირებამ ამ შემთხვევაში წარმატებით იმუშავა და კრაისლერმა დავალიანება დაგეგმილზე 6 წლით ადრე გადაიხადა.

პრეზიდენტმა ასევე განცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კრაისლერში საკუთარ წილს გაყიდის და საწარმო მთლიანად კერძო გახდება. კომპანია ფორდმაც მოახერხა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იმის მიუხედავად, რომ ამისთვის სახელმწიფოსგან სუბსიდირება არ მოუთხოვია.

XS
SM
MD
LG