ირანის სამხრეთში ქალაქ ჩაჰაბაჰარში ორ ტერაქტს ჰქონდა ადგილი. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 39, ხლო დაიჭრა 90-ზე მეტი კაცი. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მონაცემებით დაღუპულთა შორის არის 3 ქალი და ერთი ჩვილი ბავშვი. ტერაქტებისათვს პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტთა შეიარაღებულმა ჯგუფმა ჯუნდ ალაჰმა. ამ დაჯგუფების განცხადების თანახმად ტერაქტები სამაგიეროს მიზღვის მიზნით განხორციელდა ივნისში ამ დაჯგუფების ლიდერის სიკვდილით დასჯის გამო.
პოპულარული
1