ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი პაკისტანში


პაკისტანის ქალაქ კოჰატში ავტომობილში ჩამონტაჟებული მძლავრი ნაღმის აფეთქების შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 20, ხოლო დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. ტერორისტული აქტის სამიზნე პოლიციის განყოფილების შენობათა კომპლექსი იყო. ჯერ-ჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ტარაქტისათვის. როგორც პროვინციის პოლიციის სამმართველოს უფროსმა განაცხადა მიყენებულია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. დახოცილთა შორის არიან ქალები და ბავშცვები.

XS
SM
MD
LG