ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცი ეჭვმიტანილია


რიგითი ბრედლი მენინგი ახლა ქუანტიკოს საზღვაო ქვეითთა ბაზაზეა და მას მალე სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოცხადება.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია "ვიკილიკის" ვებ გვერდისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, კუვეიტიდან ვირჯინიის შტატში გადაიყვანეს.

რიგითი ბრედლი მენინგი ახლა ქუანტიკოს საზღვაო ქვეითთა ბაზაზეა და მას მალე სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოცხადება, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

აპრილში, "ვიკილიკსმა" გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული ვიდეო მასალა 2007 წელს ერაყში შვეულმფრენიდან განხორციელებული დაბომბვის შესახებ, რომელმაც მაშინ ერაყში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი საინფორმაციო სააგენტო "როიტერის: სახელით ერაყში მასალებს აგროვებდნენ. ორი თვის თავზე ამერიკის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ბრედლი მენინგი ახლა სწორედ იმ საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ მენინგზე ეჭვი სწორედ "ვიკილიკსის" მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებული მასალების შემდეგ აიღეს. ეს დოკუმენტები ავღანეთში მიმდინარე საომარი ოპერაიცებს საიდუმლო პერიპეტიებს ეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„გამორიცხული არ არის "ვიკილიკსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჟისა და მისი წყაროს პასუხისმგებლობა უდანაშაულო ავღანელი ოჯახისა და ახალგაზრდა ჯარისკაცის სიკვდილი გახდეს.“

XS
SM
MD
LG