ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო კომისიის შექმნას მოითხოვს


გაეროს გენერალურმა მდივანმა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჯეფრი პალმერს შესთავაზა.

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი თურქულ გემზე ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გატარებული რეიდის გამოძიების მიზნით, საერთაშორისო კომისიის შექმნის მომხრეა.

ოფიციალური პირების ცნობით,გაეროს გენერალურმა მდივანმა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ მინისტრს ჯეფრი პალმერს შესთავაზა.

მოსალოდნელია, რომ კომისიაში ისრაელის, თურქეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები შევლენ.

გაეროს განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ბატონმა ბან კი-მუნმა კომისიის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები თურქეთისა და ისრაელის მთავრობებთან განიხილა.

XS
SM
MD
LG