ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ახალი მოთხოვნა


მსოფლიოს სხვადასხვა ქევყნებში ბავშვებს სამხედრო ძალებში იყენებენ

გაერომ იმ ქვეყნების და ორგანიზაციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა, რომლებიც ბავშვებს საომარ მოქმედებებში იყენებენ.

გაეროს მოხსენებაში ნათქვამია რომ ამ მხრივ ყველაზე უფრო მეტად ბირმის სამხედრო რეჟიმია დამნაშავე. მცირეწლოვანებს აომებენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინებში მოქმედი მეამბოხეთა შეაიარაღებული დაჯგუფებები და სუდანის მილიციაც.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბირმაში, სადაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როგორც სამთავრობო ჯარები, ისე აჯანყებულები მასობრივად იყენებდნენ ბავშვებს საომარი მოქმედებების დროს.

გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხს მომავალ თვეში განიხილავს.

XS
SM
MD
LG