ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი გადაწყვეტილება სირიის შესახებ


"სირიის მეგობართა" სტამბულის შეხვედრაზე სიტყვით თურქეთის პრემიერი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი გამოდის. 1 აპრილი, 2012 წ.
"სირიის მეგობართა" სტამბულის შეხვედრაზე სიტყვით თურქეთის პრემიერი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი გამოდის. 1 აპრილი, 2012 წ.

სტამბოლის შეხვედრაზე ამბოხებულთა დაფინანსება გადაწყდა

თურქეთში 1 აპრილს გამართულ "სირიის მეგობართა" კონფერენციაზე, რომელშიც 70 დასავლური და არაბული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 27-პუნქტიანი კომუნიკე მიიღეს. გადაწყვეტილებაში მთავარი აქცენტი სირიის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ იზოლირებაზე, ამბოხებულთათვის მილიონობით დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე, კრიზისის სამომავლო დაძლევის პირობებზე და მათი შესრულების ვადებზეა გაკეთებული.

მონაწილე ქვეყნებმა სირიის ოპოზიციას სასწრაფო გაერთიანებისკენ მოუწოდეს. მათ მიერ მიღებული კომუნიკე გაეროს დესპანის, კოფი ანანის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას ეფუძნება, რომელიც 6 ნაწილისგან შედგება და რომელზეც თანხმობა თავად სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმაც განაცხადა. ორშაბათს ბატონი ანანი გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა სირიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. "იმის მაგივრად უკან დაეხია, ასადის ჯარმა ახალი თავდასხმები განახორციელა. ჰუმანიტარული დახმარების დაშვების მაგიერ იზოლაცია კიდევ უფრო გაამკაცრა. პოლიტიკური ცვლილებების ნაცვლად რეჟიმმა ათეულობით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჩაახშო. ამ ყველაფრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ასადმა საკუთარი პირობების დარღვევის გრძელ სიას კიდევ ერთი შემატა" - განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG