ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საწვავის ფასი გაოთხმაგდა


ირანში საწვავის ფასი გაოთხმაგდა
ირანში საწვავის ფასი გაოთხმაგდა

ირანში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის თანახმად ყოველ მძღოლს თვეში 60 ლიტრი ბენზინის ყიდვა შეუძლია სუბსიდირებული ფასით ერთი ლიტრისათვის 40 ცენტად, რაც 10 ცენტით მეტია ადრინდელ ფასებზე. ამაზე მეტი ბენზინის შეძენის შემთხვევაში ერთი ლიტრისთვის ფასი 70 ცენტს შეადგენს. როგორც პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა ირანის მთავრობამ ენერგეტიკის დარგში სუბსიდიებში წლიურად 114 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რისი შენარჩუნებაც ირანს უკვე აღარ შეუძლია. მისივე განცხადების თანახმად მომავალში ეტაპობრივად გაიზრდებაწყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასები. დროთა ვითარებაში სახელმწიფო სუბსიდიები პურზეც მოიხსნება.

XS
SM
MD
LG