მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ამინდი კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება. დღევანდელი ინფორმაციით, ყინვის შედეგად რეგიონში 123 ადამიანია დაღუპული. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქალაქში უკანასკნელი დღეების მანძილზე მინუს 32 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
უკრაინის ოფიციალური პირების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ყინვის შედეგად, პარასკევს დამატებით 32 ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი ცნობებით, ექსტრემალური ამინდის შედეგად, უკრაინაში 101 ადამიანია დაღუპული.
ასევე მძიმე ვითარებაა სერბეთშიც, სადაც მთიან რეგიონებში მაცხოვრებელი 11 ათასი ადამიანი ყინვის გამო მთლიანადაა მოწყვეტილი გარესამყაროს.