ნატოს სარდლობამ ავღანეთის მთავრობის სამინისტროებიდან ყველა თანამშრომელი გამოიწვია, მას შემდეგ რაც ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი უსაფრთხოების ზომები გახდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. თალიბანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ამ აქციით შური იძიეს ერთი კვირის წინ ნატოს პერსონალის მიერ ყურანების დაწვის გამო. ერთი კვირის წინ სამხედრო ბაზაზე ყურანის ეგზემპლარების დაწვას ავღანეთში საერთო მღელვარება მოჰყვა, რის შედეგადაც 12 ადამიანია დაღუპული.
ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო
პოპულარული
1