იაპონიამ გასულ საუკუნეში კორეის ოკუპაციისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იაპონიის კოლონიალურმა მმართველობამ კორეის ეროვნული ღირსება დააზარალა. მან ამასთან დაკავშირებით იაპონიის სახელით „ღრმა მწუხარება“ და „გულწრფელი ბოდიში“ გამოთქვა. ნაოტო კანი ასევე ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლიი მუნგ ბეკს და თავის განცხადება გააცნო. ნაოტო კანის თქმით, ის მომავალს იმედით უყურებს, როდესაც აზიის ეკონომიკა სწრაფად იზრდება. ასევე რეგიონში სტაბილურობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამი სახელმწიფოს - იაპონიის, შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის მჭიდრო თანამშრომლობა.
იაპონიამ გასულ საუკუნეში კორეის ოკუპაცია მოინანია
პოპულარული
1