იემენის პრეზიდენტმა უარყო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ შეთავაზებული წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები სანაში.
იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალემ სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ შეთავაზებულ გეგმას სახელმწიფოს კონსტიტუციის და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალება უწოდა.
იემენის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ქვეყნის ძალა მისი ხალხიდან მოდის და არა კატარიდან, სადაც გაიმართა კონსულტაციები არაბულ ქვეყნებთან, რომლებმაც მას გადადგომა ურჩიეს.
მიუხედავად ამისა კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰამად ბინ ჯასამ ალ-თანი არ კარგავს იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება იემენის პრეზიდენტის დარწმუნება გადადგომის შესახებ.