ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრახი თუ წარმატება?


კრახი თუ წარმატება?
კრახი თუ წარმატება?

რუსეთმა შეძლო და ქართველების ხელით კიდევ ერთი ეკალი მოწყვიტა. ეს ის ეკალია, რომელითაც გაკაწვრის შესაძლებლობა, პერსპექტივაში მას ევროსაბჭოს სხდომებზე ჰქონდა. ახლა კი ეკალი უკვე აღარ არსებობს. რუსეთმა ის უხერხულობა, რაც ევროპის საბჭოში უნდა შექმნოდა, ქვეყნის შიგნით მიაჩუმათა – ამბობს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამ სხდომაზე რუსეთს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი დავალდებულდა. განსხვავება ისაა, რომ მონიტორინგი ამიერიდან არ დაევალებათ ევროსაბჭოს სპეციალურ მომხსენებლებს, არამედ, ის ქვეყნის შიგნით განხორციელდება. სწორედ ამ მნიშვნელოვანი „დეტალის“ გამო, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთს მრავალი უხერულობა აარიდა, რის საშუალებასაც ევროსაბჭოს ტრიბუნა იძლეოდა. „ასე საქართველოსაც არაერთი ვალდებულება აქვს აღებული ევროსაბჭოს წინაშე, მალითად, მაჰმადიანი მესხების დაბრუნება, მონიტორინგის შედეგებში იწერება, რომ ეს ვალდებულება არ სრულდება. ესაა და ეს. ანალოგირურ ვალდებულებად იქცევა სართველოს საკითხი რუსეთისთვის“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

17 იანვარს პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორიგნის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც ქართულმა მხარემ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ კომიტეტის თავმჯდომარეს, დიკ მარტის ჯერ შეხვედრის მომზადების შესაძლებლობა მისცა: საქართველოს საკითხის განხილვისთვის მან საგანგებოდ ორგანიზება მოახდინა, შემდეგ კი ყოველგვარი პარდონიზმის გარეშე, თავად არ გამოცხადდა ამ შეხვედრაზე. „ეს იგივეა, ქორწილი შენთვის მოაწყონ და არ მიხვიდე, რუსულმა დელეგაციამ თავმჯდომარეს უსაყვედურა, ჩვენ როგორ უნდა ვიღებდეთ შენიშვნებს, როდესაც ქართული დელეგაცია მათთვის დაგეგმილ შეხვედრაზეც არ მოდისო“,– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მიღბული გადაწყვეტილების შემდეგ ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქართულ მხარეს ისღა დარჩენია ელოდოს და იმედი იქონიოს, რომ როდესმე დადგება დღე, როდესაც რუსეთის მიერ შეუსულებელი ვალდებულებების შესახებ მონიტორინგის შედეგები ამოიქექება არქივიდან. ამ სანატრელი დროის დადგომას კი წინ რუსეთის დასუსტება უნდა უსწრებდეს.

ქართული დელეგაციის წარმომაგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პარიზში გამართულ შეხვედრაზე დაუსწრებლობას დადებითად აფასებენ და დიპლომატიურ ფლანგზე უკეთეს მომავალს პროგნოზირებენ.

XS
SM
MD
LG