ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კონგრესში ეგვიპტეზე მსჯელობენ


წარმომადგენელთა პალატის წევრი ილეანა როს-ლეტინენი
წარმომადგენელთა პალატის წევრი ილეანა როს-ლეტინენი

ამერიკის წარმომადგენელთა პალატას წამყვანი როლი ენიჭება დახმარების დამტკიცებაში ან მის დაბლოკვაში.

ოთხშაბათს, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გამართა მოსმენა, რომელიც ლიბანსა და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობას იხილავდა ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტებმა კონგრესმენებს განუცხადეს, რომ ამერიკის კონგრესმა და ობამას ადმინისტრაციამ უფრო მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნონ ეგვიპტის სამხედრო ძალებს, რომ ამერიკული დახმარების გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიცავენ შეიარაღებული ძალები დემონსტრანტთა უფლებებს და რამდენად დაუჭერენ ისინი მხარს ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას.

კონგრესმენების დიდმა ჯგუფა შეაქო ის ეგვიპტელები, რომლებიც დეოკრატიული ცვლილების და პრეზიდენტ მუბარაკის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდნენ. კონგრესმენმა გარი აკერმანმა პრეზიდენტ ობამას მოუწოდა მკაფიოდ დააფიქსიროს მისი მხარდაჭერა დემონსტრანტების მიმართ.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატას წამყვანი როლი ენიჭება დახმარების დამტკიცებაში ან მის დაბლოკვაში. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ილეანა როს ლეტინენმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ვერ შეძლო კანონმდებელთა მოწოდებების გათვალისწინება, რომელთა თანახმად დახმარების გაცემა დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხზე. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ანალოგიურ შეცდომას უშვებს ეგვიპტესა და ლიბანში, სადაც ჰეზბოლას მეამბოხე დაჯგუფება სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს მთავრობის მუშაობაში.

XS
SM
MD
LG