პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინელები არასდროს მიატოვებენ ისრაელთან დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
აბასმა ისრაელიდან ჩასულ ასამდე პარლამენტარს, უფლებათადამცველს და ჟურნალისტს უმასპინძლა. შეხვედრა დასავლეთ იორდანეს სანაპიროზე გაიმართა.
პალესტინას და ისრაელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ისრაელმა დასახლებების მშენებლობაზე მორატორიუმი სექტემბერში გააუქმა.