ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტებმა შეტევა მიიტანეს სამშენებლო კომპანიაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
ტერორისტებმა კომპანიის დაცვის 9 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ამავდროულად ნატოს სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ ავღანეთში ამბოხებულებთან შეტაკების დროს, კოალიციის ერთი მოსამსახურე დაიღუპა. სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ასევე პაკისტანის საზღვართან ახლოს ავღანეთის საზღვრის სამსახურის თანამშრომელმა ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანელი მესაზღვრის ფორმაში მეამბოხე იყო გადაცმული.