პრეზიდენტი ობამა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა ლისაბონში, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხრადაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პრეზიდენტმა ობამამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამხედროების აქტიურ მონაწილეობას ISAF-ის მისიაში ავღანეთში, რომლის დროსაც მათ დიდი თავდადება და სიმამაცე გამოამჟღავნეს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმირების პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საერთო ინტერესების არსებობა საქართველოში დემოკრატიის და სტაბილობის დამყარების საქმეში.