ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იძულებითი გადადგომა


სარაზინმა თქვა, რომ მუსლიმები გერმანულ საზოგადოებას უთხრიან ძირს და ქვეყნის კულტურასა და დემოგრაფიას საფრთხეს უქმნიან.

გერმანიის ცენტრალური ბანკის სამეურვეო საბჭოს წევრი, ცნობილი ეკონომისტი თილო სარაზინი იძულებული იყო თანამდებობიდან გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მის ახალ წიგნში შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა მუსლიმანი ემიგრანტების შესახებ.

სარაზინმა თქვა, რომ მუსლიმები გერმანულ საზოგადოებას უთხრიან ძირს და ქვეყნის კულტურასა და დემოგრაფიას საფრთხეს უქმნიან მაღალი შობადობით, ასევე მუსლიმები არ ასიმილირდებიან გერმანულ საზოგადოებაში და რომ გაუნათლებლები არიან.

მან ასევე განაცხადა, რომ ებრაელებს ერთი საერთო გენი აქვთ, რაც მათ ძალიან განასხვავებს ყველა სხვა ერისგან.

ბუნდესბანკის განცხადებით, სარაზინი თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.

XS
SM
MD
LG