ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლებული კონგრესი მუშაობას იწყებს


განახლებული კონგრესი მუშაობას იწყებს
განახლებული კონგრესი მუშაობას იწყებს

ამ დღეებში აშშ-ს განახლებული კონგრესი მუშაობას იწყებს. კონგრესის ახალ შემადგენლობაში წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ხოლო სენატში კი დემოკრატთა უმრავლესობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მგრამ რაც ყველაზე მთავარია წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები მათი უმთავრესი მიზნის მიღწევისათვის ძალისხმევას შეუდგნენ, კერძოდ ჯანდაცვის დარგში ობამას მთავარი ინიციატივის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ჩაშლას. წარმომადგენელთა პალატას, როგორც ასეთს თავისთავად არ შეუძლია ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმება, მაგრამ მას შეუძლია მიაღწიოს სამთავრობო ხარჯების ისეთ შემცირებას, რომ ავტომატურად მოხდება ამ და სხვა სამთავრობო პროგრამების გაუქმება. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ნიუ-ჰემშირელმა სენატორმა კელი აიოტმა:

-„ამერიკელმა ხალხმა ჩვენ კონგრესში აგვირჩია და დაგვავალა მთავრობის ზომის შემცირება და არა გადიდება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აღარ დავაფინანსოთ არაქმედითუნარიანი სამთავრობო პროგრამები.“

სპეციალისტების აზრით გაცხოველებულ დებატებს უნდა ჰქონდეს ადგილი ფედერალურ ინიციატივებზე, რომლებიც გამიზნულია ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებაზე. როგორც კონგრესის საკითხების სპეციალისტმა ნორმან ორნსტაინმა აღნიშნა ჩვენთან საუბარში ცენტრისტული პოზიციის მქონე დემოკრატები და რესპუბლიკელები პრაქტიკულად აღარ ჩანან კონგრესში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს იდეოლოგიურ განხეთქილებას ამ ორ პარტიას შორის.

_“მე დიდ სიტყვიერ შეხლა-შემოხლას მოველი ამ კონგრესში, თუმც სულაც არა მაქვს იმის იმედი, რომ ამის შედეგად მრავალი აწმყო პრობლემა მოგვარდება.“

რაც შეეხება დემოკრატებს მათი აზრით დიდი განსხვავებაა იდეოლოგიური სარჩულის მქონე მკვეთრი განცხადებების გაკეთებასა და ქვეყნის მართვას შორის. აი როგორ მიმართა რესპუბლიკელებს ნიუ-იორკის კონგრესმენმა ანტონი ვაინმერმა:

_“ახლა ბევრი რამ თქვენი გასაკეთებელია : სოციალური დაზღვევის ვალები გადასახდელია, ისევე როგორც ხანდაზმულთა სამედიცინო დაზღვევის დარგში დაგროვილი ვალი. „

საგულისხმოა ის, რომ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მოახერხა გადასახადების შემცირება და ქვეყნის თავდაცვის დარგში ხარჯების საგრძნობლად გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რეიგანის ინიციატიავს. 90-იან წლებში კი პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა შესძლო კონგრესის რესპუბლიკელთა უმრავლესობასთან თანამშრომლობა განსაზღვრულ პროგრამებზე. დღეს პრეზიდენტოი ობამა აცხადებს, რომ მზადაა ორივე პარტიასთან ითანამშრომლოს და მიაღწიოს იმას, რომ გაძლიერდეს აშშ-ს ეკონომიკა. პოლიტიკურ მიმომხილველებს კი მიაჩნიათ, რომ კომპრომისებში უნდა მოიაზრებოდეს პოტენციური რისკი და სარგებელი ყველასათვის, ვინც ამ ძალისმევაში შეიძლება ჩაერთოს.

XS
SM
MD
LG