2 ქვეყნის წამყვანი დიპლომატები ხალხებს შორის ნდობის აღდგენაზე თანხმდებიან, იმისათვის რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ძალებით იბრძოლონ.
ინდოეთის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ნირუპამა რაო პაკიტანელ კოლეგა სალმან ბაშინრს ისლამაბადში დღეს შეხვდა, სამომავლო ურთიერთობებს ორივე მხარე ოპტიმისტურად უყურებს.
2008 წელს, მუმბაის ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელთა შედეგადაც 166 ადამიანი დაიღუპა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა კრიზისის ფაზში შევიდა. დელი აფეთქებებში ბრალს პაკისტანში ბაზირებულ ტერორისტულ ჯგუფებს სდებდა.