ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართულ ერთ-დღიან სამიტზე კიდევ ერთხელ დააადასრტურეს მხარდაჭერა ბალკანეთის ნახევარკუნძული სახელმწიფოებისადმი.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათთვის ევროკავშირის „კარი ისევ ღიაა.“
სერბეთი, მაკედონია, მონტენეგრო, კოსოვო ბოსნია და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე არიან.
სლოვენია ევროკავშირის წევრი 2004 წლიდანაა. ხორვატია აცხადებს, რომ 2010 წლის ბოლოსთვის დააკამყოფილებს გაწევრიანების ყველა პირობას. თუმცა მოსალოდნელია, რომ სლოვენიამ ის დაბლოკოს ორ ქვეყანას შორის არსებული სასაზღვრო დავის გამო.
დღევანდელი სამიტის ორგანიზატორი ესპანეთის პრეზიდენტი იყო.