ჩინეთის ფულადი ერთეულის იუანის გაცვლითმა კურსმა დღეს ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მას შემდეგ რაც პეკინმა დადო დაპირება, რომ ჩინური ვალუტის გაცვლითი კურსი უფრო მოქნილი იქნება.
იუანის კურსი დოლართან შეფარდებით 6.8-მდე გაიზარდა, რაც გასულ პარასკევს დაფიქსირებულ მაჩვენებელს დაახლოებით ოთხი მეათედით აღემატება. იუანის გაცვლითი კურსის ყოველდღიურ მერყეობაზე ნახევარპროცენტიანი შეზღუდვა ამ ფულადი ერთეულის ღირებულების მერყეობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
პეკინის გადაწყვეტილებამ აზიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა. ამას გარდა ნავთობისა და სპილენძის ფასი გაიზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ინვესტორები მოელიან, რომ უფრო ძლიერი ჩინური ვალუტა ნედლეული მასალების იმპორტს შეუწყობს ხელს.