აღსანიშნავია, რომ ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი არანაირ გარანტიებს არ იძლევა იმისა, რომ მისი ძალები შეწყვეტენ მისრატაზე ცეცხლის დაშენას. გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფი ამაზე დათანხმდა ადრე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ტრიპოლიში და ლიბიის სხვა ქალაქებში საერთაშორისო სადამხმარებლო ჯგუფების ჰუმანიტარული მიზნებით შეშვებას. გაეროს წარმომადგენლის თქმით უსაფრთხოების გარანტიას ლიბიის მთავრობა მხოლოდ მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე იძლევა.
გაეროსა ლიბიის ოფიციალური განცხადების თანახმად მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უსაფრთხო კორიდორს მისცემენ საერთაშორისო სადამხმარებლო ორგანიზაციის წევრებს, რათა მათ შესძლონ ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრატაში შესვლა.
პოპულარული
1