ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიგანტური დირიჟაბლი


გიგანტური დირიჟაბლი
გიგანტური დირიჟაბლი

აეროს კორპორეიშენმა ახალი დირიჟაბლი გამოუშვა. სახელად აეროსკრაფტი, რომელსაც ათასობით კილომეტრზე 50 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. სადემონსტრაციო მოდელი ლოს ანჟელესთან ახლოს შექმნეს და ეს პროცესი თავდაცვის დეპარტამენტმა დააფინანსა. გამოსაცდელი დირიჟაბლი სიგრძეში 75 მეტრია, ხოლო სიგანეში 30. ის გასაფრენად მზად მომავალ წელს იქნება. კორპორაციის წარმომადგენელი ედვარდ პევზნერი ამბობს, რომ დირიჟაბლი ძნელად მისადგომ ადგილებში გაემგზავრება.

„ჩრდილოეთ კანადა და ალასკა, სადაც ნავთის და გაზის საბადოების გამოკვლევა მიმდინარეობს, ასევე ამაზონის რეგიონი და აფრიკა, რომელიც ცუდად განვითარებულია.“

აერონავტიკის ინჟინერი ტიმ კენი აცხადებს, რომ მთავარი სისტემა ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც დირიჟაბლს საშუალებას აძლევს წონის დაგდების ან მომატების გარეშე, დაშვება და აფრენა შეძლოს. დირიჟაბლი ზოგჯერ უფრო მძიმეა ან უფრო მსუბუქი ვიდრე მის გარშემო არსებული ჰაერის მასა.

„მთელი ფორმა ჰელიუმის გაზით იქნება სავსე, იმგვარად რომ მთელ სისტემას ჰაერში ტივტივი შეეძლოს.“

ჰელიუმი დირიჟაბლს ჰაერში აწევის საშუალებას აძლევს, ხოლო როდესაც ჰელიუმი შეიკუმშება ხომალდი ტივტივის უნარს კარგავს და მიწაზე დაშვებას იწყებს. კონტროლი და მოძრაობა კი პროპელერის საშუალებით ხდება, რომელსაც საავიაციო საწვავი ამოძრავებს. ინჟინერი ტიმ კენი ამბობს, რომ დირიჟაბლის წონა და მტკიცე სტრუქტურა ახალი ტექნოლოგიის შედეგია.

„ნაერთის პროგრესმა წარმოებას დიდი მოტივაცია შესძინა და წინ წაწია. მათ უკვე შეუძლიათ ალუმინისა და მცირეწონიანი ნაერთების ერთ სტრუქტურულ კომპონენტად ჩამოყალიბება.“

ამ სადემონსტრაციო მოდელს მომავალ წელს გაუშვებენ. თუკი გაშვება წარმატებით დასრულდება, ბაზარზე ცოტა ხნაში კიდევ უფრო დიდი დირიჟაბლები გამოჩნდება. მათი პოტენციალით სამხედროები არიან დაინტერესებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ დირიჟაბლები გამოცდებს გაუძლებენ, მომავალში მათი სამგზავრო ვარიანტების გამოშვებაც გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG