ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ვილნიუსში მოწოდებას აკეთებს


ჰილარი კლინტონი ვილნიუსში მოწოდებას აკეთებს
ჰილარი კლინტონი ვილნიუსში მოწოდებას აკეთებს

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დემოკრატიული საზოგადოებების ფორუმზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ აქტივისტებს არაბულ სამყაროში და აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებიოს აღკვეთას.

ფორუმში მონაწილეებს მან მოუწოდა ახალი გზებისა და საშუალებების გამონახვისაკენ, რათა დაინგრეს ის კედლები, რომელიც ხელს უშლის ხალხს ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში. როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აზობალისმა განაცხადა ვილნიუსის ფორუმი ფაქტობრივად წარმოადგენს მხარდაჭერას რეგიონის ქვეყნებში დემოკრატიული მოძრაობებისადმი, რომელშიც მოიაზრება მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსია. ლიტვაში ჰილარი კლინტონი ხვდება ქვეყნის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტესს და პრემიერ მინისტრ ანდრიუს კუბულიუსს. იგი დღეს ესპანეთს მიემგზავრება.

XS
SM
MD
LG