ავღანეთში საერთაშორისო ძალების მეთაურმა და აშშ-ს საზღვაო ქვეითების გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ კოალიციის დანაყოფების გაყვანის განრიგი არ შეცვლილა. გენერალმა ალენმა პასუხი გასცა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკული ძალების საბრძოლო ოპერაციები ავღანეთში ფაქტობრივად 2013 წელს დასრულდება. როგორც ალენმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გეგმა შედგენილია და ლისაბონში მიღებული განრიგი არ დაჩქარდება.
"ამერიკის ხმას" ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალი ესაუბრა
პოპულარული
1