სენატის იურუდიულ საქმეთა კომიტეტი, ელენა კაგანის კანდიდატურას დღეს კენჭს პირველად უყრის. მანამდე რესპუბლიკელი კანონმდებლების თხოვნის თანახმად, ხმის მიცემის პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
დემოკრატები, რომლებიც 12-ით 7-ის წინააღმდეგ კომიტეტში უმრავლესობას ფლობენ, კაგანის კანდიდატურას სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ. მისი კანდიდატურის მხარდაჭერა არც ერთ რესბუბლიკელს დაუფიქსირებია, თუმცა სენატორი სამხრეთ კაროლინის შტატიდან, წესით ეთადერთი რესპუბლიკელია, რომელიც ხმას კაგანის სასარგებლოდ მიცემს.