ვაშინგტონში, ჯაშუშთა საერთაშორისო მუზეუმი დაახლოებით 3 კილომეტრშია იმ ადგილიდან, სადაც ახლახანს რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
მუზეუმის შესასვლელთან ამოუცნობი საბჭოთა ჯაშუშების ფოტოებია გამოფენილი. პირველივე ოთახიდან კი ჯაშუშური სკოლის გაკვეთილები იწყება.
ჩვეულებრივ ყველაზე მეტი ხალხი თავს ჯეიმს ბონდის ავტომობილთან იყრის. ასევე აინტერესებთ იარაღი, რომელიც ტუჩსაცხებელს გავს და ტყავის ქოლგა, რომელიც სინამდვილეში ბონდის ცივი იარაღია. თუმცა ახლახანს მომხდარი ჯაშუშური სკანდალის შემდეგ, ექსპოზიციაში ყველაზე საინტერესო უბრალო ფურცელია, რომელზეც საიდუმლო გზავნილი წერია, თუმცა მას უბრალო მოკვდავნი ვერ ხედავენ.
ისტორიკოსი მარკ სტავტი ამბობს, რომ რუსეთში დეპორტირებული ჯაშუშები სწორედ ამ მეთოდით მოქმედებდნენ.
“ამ შემთხვევაში ჩვენ ფურცლის ქვეშ საიდუმლო გზავნილი გვაქვს დამალული, რომელიც ულტრაისფერი სხივების მეშვეობით იშიფრება. გზავნილის წაკითხვის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა ეს ის საშუალებაა, რომელსაც ბოლოს რუსეთის ჯაშუშები იყენებდნენ.”ც.დ.
ჟურნალისტები და განსაკუთრებით კი ოპერატორები, რომლებიც ჯაშუშების მუზეუმში გადაღებაზე მიდიან, უცაბად იმის მოწმენი ხდებიან, რომ მათი კამერა ერთადრთი არა რის, რომელიც გარშემო ყველაფერს კადრზე აფიქსირებს. ოთახებში რამდნიმე კამერა საიდუმლო ადგილზეა დამალული. რეალურ შემთხვევაში, თუკი ჯაშუშურ კამერას ვინმე აღმოაჩენს, მას მაღალი ძაბვის დარტყმა არ აცდება.
სტავტი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და რუსეთის უშიშროების სახემწიფო კომიტეტის, იგივე კაგებეს გულმოდგინედ დამუშავებული მოწყობილობების დემონსტრირებას ახდენს.
“ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მე განსაკუთრებულად მომწონს, კაგებემ 1980-იანებში გამოიგონა, ეს ფეხსაცმელია, რომელშიც გადამცემია მოთავსებული. ამ მოწყობილობის მოთავსება ნებისმიერ ნივთზე შეიძლება.”ც.დ.
ვაშინგტონის ჯაშუშთა მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია არყის ბოთლი და სახის საცხებლის ქილაც, რომელთა მეშვეობითაც მიკროფილმები გადაჰქონდათ. აქვეა სუვენირიც, რომელიც საბჭოთა პიონერებმა ამერიკის ელჩს გადასცეს. ამერიკელმა დიპლომატებმა მხოლოდ 6 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მასში მინიატურული მოსასმენი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ტექნოლოგიური ეპოქის წყალობით, ვაშინგტონის ჯაშუშთა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია ოდნავ მოძველებული და შეიძლება კინო სიუჟეტის მსგავსიც კი იყოს. თუმცა დიდი რაოდენობით წარმოდგენილი ხელსაწყოებიდან, ბევრ პატარა ნივთს თანამედროვე ჯაშუშები ახლაც მოიხმარენ.