ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოკუმენტური ფილმი უგო ჩავესზე


დოკუმენტური ფილმი უგო ჩავესზე
დოკუმენტური ფილმი უგო ჩავესზე

ამერიკელმა ოსკაროსანმა კინორეჟისორმა - ოლივერ სტოუნმა, ვენესუელას პრეზიდენტზე უგო ჩავესზე დოკუმენტური ფილმი გადაღო.

ამერიკელი ოსკაროსანი კინორეჟისორი ოლივერ სტოუნი საკუთარ ფილმებში ამერიკელი პოლიტიკოსების მიმართ არცთუ ისე გულმოწყალეა.ახლახანს სტოუნმა ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო,რომელშიც ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესისადმი საკუთარ შეხედულება გამოხატა. ოლივერ სტოუნი ფილმში "სამხრეთის საზღვარი" ანვითარებს აზრს,რომ უგო ჩავესის სახელი შეერთებული შტატების მედიამ მიზანმიმართულად შებღალა.

ფილმში უგო ჩავესზე თავად ვენესუელას მოქალაქეები ლაპარაკობენ:

"ვინ არის ჰუგო ჩავესი?-ზოგი მასში დაუძინებელ მტერს ხედავს, ზოგს კი ბინ ლადენზე საშიში დამნაშავე ჰგონია. ჩავესის დაუფარავ ომს შეერთებულ შტატებთან ზოგი 11 სექტემბრის ტრაგედიაზე უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს."

ოლივერ სტოუნის ახალი ფილმი „სამხრეთის საზღვარი“ იმ ადამიანის ცხოვრებაზეა, ვინც ქვეყნის უღარიბესი ფენიდან გამოვიდა და დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი გახდა. ფილმში ჩავესი ქარიზმატული და მტკიცე ხასიათის ადამიანია,მან ამერიკული ინტერვენცია დაგმო, შიდა ეკონომიკა ააღორძინა და 2002 წელს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამხედრო შეთქმულება ჩაახშო.

ჩავესი ამ მოვლენას ოლივერ სტოუნთან შემდეგნაირად აფასებს:

„შეთქმულების მიზანი აქაც, ისევე როგორც ერაყში, ნავთობის ხელში ჩაგდებაა"

თუმცა სტოუნის ვერსია ნაკლებ სარწმუნოა მაყურებლისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ რეჟისორს ფილმში ჩავესის შეხედულების დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ გააჩნია. ვერანაირი დოკუმენტი ვერ ააშკარავებს შეერთებული შტატების მთავრობის ვენესუელას ლიდერისადმი მტრულ დამოკიდებულებას და არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა,რომ ჩავესის ინიციატივას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციის შესახებ, განსაკუთრებული შედეგები მოჰყვა.

ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომლის მაიკლ შიფტერის აზრით,ვენესუელა უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე უფრო გაღარიბდა და ნავთობის წარმოებამ კარგ შედეგებს ვერ მიაღწია.

„ლათინური ამერიკის ქვეყნებში ინფლაცია მძვინვარებს. წლევანდელმა მაჩვენებლებმა შარშანდელთან შედარებით იმატა. ვენესუელას ღარიბი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია და დანაშაულის დონეც ქვეყანაში მაღალია.“

იმის ნაცვლად,რომ ოლივერ სტოუნმა საკუთარ ფილმში ვენესუელას მოსახლეობის რეალური მდგომარეობა აჩვენოს,რეჟისორი ამერიკულ მედიას ვენესუელას ლიდერისგან მტრის ხატის შექმნაში სდებს ბრალს. ამასთან დაკავშირებით შიფტერი აღნიშნავს:

„ეს ამერიკული პრესისადმი უსამართლო დამოკიდებულებად მიმაჩნია.კრიტიკის უფლება ყველას აქვს და არ ვთვლი,რომ ვენესუელასადმი მედიის დამოკიდებულება ცალსახა და სუბიექტურია".

შიფტი ეთანხმება ოლივერ სტოუნს იმ საკითხთან დაკავშირებით,რომ უგო ჩავესი ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოვიდა,თუმცა ეჭვი შეაქვს იმაში,არის თუ არა ჩავესის მართველობა დემოკრატიული.

„ ჩავესი დამოუკიდებლად იღებს ყველა გადაწყვეტილებას და სრულად აკონტროლებს სამართლებრივ უწყებებსა და პრესას. ციხეებში დღემდე უამრავი ადამიანია გამომწყვდეული იმ მიზეზით,რომ მათი აზრები პრეზიდენტის შეხედულებებს ეწინააღმდეგება“

რეჟისორი ოლივერ სტოუნი ახალ ფილმში უგო ჩავესს საიმონ ბოლივარის მემკვიდრედ მოიაზრებს.ლიდერად, რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღო პასუხისგმებლობა, ლათინური ამერიკის ქვეყნები გააერთიანოს და შეერთებული შტატების ინტერვენციის წინააღმდეგ დარაზმოს.

„იმპერალისტებო,გაეთრიეთ აქედან,შინ დაბრუნდით ...“-ამბობს ჩავესი.

ოლივერ სტოუნის თქმით,მისი ახალ დოკუმენტურ ფილმს ვენესუელაში უდიდესი წარმატება ხვდა წილად:

„ჩვენ ტაშს გვიკრავდა 6 ათასი ბოლივიელი,სამი ათასი ვენესუელელი და ორი ათასი ეკვადორელი. ეს მარტო დოკუმენტური ფილმი არ გახლავთ,ეს არის უდიდესი მიზანი,რომლის განხორციელებასაც შეერთებული შტატები ყველანაირად ეწინააღმდეგება’’

ოლივერ სტოუნის ახალი დოკუმენტური ფილმი უამრავ შეკითხვას ტოვებს უპასუხოდ:

რაზეა ეს ფილმი,ორ განხვავებულ ადამიანზე, ვისაც რეალობის გამოსწორება სურს, თუ ადამიანებზე, ვინც ჭეშმარიტების ძიებაში არიან?

XS
SM
MD
LG