ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩვენ ყირგიზეთში დემოკრატიის დამყარების გვჯერა“


„ჩვენ ყირგიზეთში დემოკრატიის დამყარების გვჯერა“
„ჩვენ ყირგიზეთში დემოკრატიის დამყარების გვჯერა“

ინტერვიუ სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან რობერტ ბლეიკთან

ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები კვლავ რჩება საერთაშორისო განსჯის საგნად. ჯერ გადატრიალება და პრეზიდენტ ბაკიევის დამხობა, შემდეგ კი ქვეყნის სამხრეთში მომხდარი ტრაგიკული ამბები, რასაც ასობით უზბეკის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა დროებითმა მთავრობამ მოახერხა ახალი კონსტიტუციის შემუშავება და ქვეყანაში მისი რეფერენდუმზე გატანაც, რამაც ყირგიზეთში მყიფე, მაგრამ მაინც სტაბილურობის საფუძველი შექმნა. როგორ აფასებენენ ყირგიზეთში არსებულ ვითარებას ვაშინგტონში? ამ საკითხზე „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს რობერტ ბლეიკს ესაუბრა.

“თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დროებითი მთავრობის პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას, რომლის ინაუგურაციაც გასულ კვირას შედგა. მე მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოწოდებულია დემოკრატიისკენ და ამ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არჩენები, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, როდესაც ახალი პარლამენტის არჩევა მოხდება. ასევე, მე ვფიქრობ, რომ ის მზადა იმუშავოს ქვეყანაში შერიგების და ქვეყნის აღდგენის მიმართულებით, რაც გულისხმობს ჰუმანიტარულ დახმარებასაც ყველა ადგილნაცვალი პირისათვის,” - განაცხადა რობერტ ბლეიკმა.

რაც შეეხება მომხდარი მოვლენების გამოძიებას, ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ვაშინგტონი მიესალმება საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მისი თქმით, ეს ალბათ იქნება ეროვნული კომისია, რომელიც ასევე საერთაშორისო დონეზეც ითანამშრომლებს. ბლეიკის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ როზა ოტუნბაევას უნდა მისცეს შანსი და გაუწოდო მას დახმარება.

„მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება, რომელიც შეისწავლის ამ ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, რათა დადგინდეს თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს მოვლენები. ვითარება კვლავ მყიფეა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ამ კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რაც შეიძლება მალე და მისი საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, ჩვენ გვჯერა, რომ ყირგიზეთის მთავრობას ამოძრავებს ეს სურვილი და ამიტომ ჩვენ მათ ეს შანსი უნდა მივცეთ,“ - განაცხადა ბატონმა ბლეიკმა.

ყირგიზეთის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობდა მოსაზრება, რომ შეერთებულმა შტატებმა მიატოვა იქ თავისი ინტერესები და შესაბამისად მხოლოდ რუსეთის ინტერესების წინ წამოწევა მოხდა. ამასთან დაკავშირებით ბატონმა ბელიკმა აღნიშნა:

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ იქ ვითარება მივატოვეთ. მე რამდენჯერმე ვიყავი ადგილზე ჩასული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. სახელმწიფო მდივანიც და პრეზიდენტიც ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ იქ შექმნილ ვითარებას. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო დონორების დახმარების მოსაზიდად, ასევე შერიგების გზების გამონახვისთვის. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ. ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან, ყაზახეთთან, რომელიც ამჟამად ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და ეუთოს სტრუქტურებთან ერთად,“ - განაცხადა ბატონმა ბლეიკმა.

რაც შეეხება ყირგიზეთში დემოკრატიის მშენებლობის პერსპექტივას, ვაშინგტონი ამ პროცესს ოპტიმისტურად უყურებს.

„მე მტკიცედ მწამს, რომ ყირგიზეთში შესაძლებელია დემოკრატიის აშენება. მე ყირგიზეთის პოტენციალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ჩვენ ვნახეთ, რომ იქ იყო დებატები ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ასევე ვნახეთ, რომ ხალხმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, ასევე ოქტომბერში იქ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ხალხი ახალ პარლამენტს აირჩევს, რომელიც თავის მხრივ აირჩევს ახალ პრემიერ-მინისტრს. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია არა მხოლოდ ყირგიზეთის ისტორიაში, არამედ მთელი ცენტრალური აზიისთვის და შეერთებული შტატები მოწოდებულია, რათა დაეხმაროს ახალ მთავრობას, რათა მათ შეძლონ ეუთოსთან ერთად ახალი არჩევნების ორგანიზება და ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ასე რომ, ყირგიზეთში დემოკრატიის დამყარებას ჩვენ იმედით ვუყურებთ,“ - განაცხადა ბლეიკმა.

XS
SM
MD
LG