ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უსაფრთხო ავღანეთი, უსაფრთხო მსოფლიოს გულისხმობს“


ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ავღანეთის პოლიციის და სამხედრო ძალების გაწრვთნა ქვეყნის უსაფრთხების უზრუნველყოფის საქმეში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.

„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ავღანეთს ფეხზე დადგომაში, როგორც სუვერენულ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ძალებით შეეძლება ტერორიზმისგან თავის დაცვა, რადგანაც უსაფრთხო ავღანეთი, უსაფრთხო მსოფლიოს გულისხმობს,“ - განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს მინისტერიალზე ავღანეთის გარდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვა და სამხედრო დანახარჯები. რასმუსენმა ნატოს წევრებს სარაკეტო თავდაცვის საკითხის განახლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ქვეყნების შიერაღების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ნატოს სისტემის გაფართოება ტექნიკურად რეალისტურია, რათა დაცულ იქნეს ჩვენი სამხედრო ძალები, რომელმაც, თავის მხრივ, ჩვენი მოსახლეობა და ტერიტორია უნდა დაიცვას. და ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი დანახარჯები შესაძლებელია - ეს იქნება 200 მილიონ ევროზე ნაკლები 10 წლის განმავლობაში, რომელიც 28 წევრ ქვეყანაზე გადანაწილდება,“ - დასძინა რასმუსენმა.

XS
SM
MD
LG