ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა მზადაა


91 წლის მანდელა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის .

ხსენებული განცხადება ბატონმა ზუმამ დღეს, დედაქალაქ პრეტორიაში გამართულ პრეს კონფერენციაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქ იოჰანესბურგში 11 ივნისს გაიხსნება.

ბატონმა ზუმამ აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკა ისეთივე სიხარულითა და აღტაცებით შეეგებება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, როგორიც მოჰყვა ანტი-აპარდეიდული მოძრაობის ლიდერის ნელსონ მანდელას ციხიდან გათავისუფლებას 1990 წელს.

პრეზიდენტმა ბატონ მანდელას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ მისი რასებს შორის შემრიგებლური ინიციატივების გამო, სამხრეთ აფრიკა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას შესძლებს.

ბატონი ზუმა იმედოვნებს, რომ 91 წლის მანდელა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

XS
SM
MD
LG