ამ დღეეებში თანამედროვე მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ყველაზე ენერგიულები და ბედნიერები ფეხბურთის სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივრები არიან. მათ შემართებაში ვერავინ შეედრება. მათთვის ყოველი საფეხბურთო მატჩი დღესასწაულია, ზეიმი, რომელსაც წაგების შემთხვევაშიც ცეკვით, სიმღერით და ომახიანი შეძახილებით უნდა შეეგებო. რამდენიმე დღეში კი ისინი ყველაზე დიდი საფეხბურთო ზეიმის თანამონაწილეები გახდებიან.
სამხრეთ აფრიკის ქალაქებში დროშებით ვაჭრობა სარფიანი ბიზნესი გახდა. ჩემპიონატში მონაწილე 32 ქვეყნის დროშებს აქ ყველგან იხილავთ, სახლების და ოფისების კედლებზე, მანქანებზე, რესტორნებში. გააჩნია ვინ ვისი გულშემატკივარია. ყველაზე პოპულარული კი ... ამას კითხვაც არ უნდა... ეს სამხრეთ აფრიკის გუნდი და შესაბამისად ამ ქვეყნის ბაირაღია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოს და თილისმას ზაკუმი ქვია.
ის ფეხბურთელის ფორმაში გამოწყობილი ლეოპარდია. ზაკუმი მთელ ქვეყანაში მოგზაურობს და მოსახლეობას ზეიმის მოახლოებას აცნობებს.
სადა მააქი თავს ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდ ქომაგად მიიჩნევს. ის თავით ფეხებამდე ეროვნული ნაკრების ფერებშია გამოწყობილი. ყვითელი და მწვანე - სწორედ ასე აპირებს ის მთელი საფეხბურთო სეზონის გატარებას.
„მე მიყვარს ფეხბურთი. მე მისი მონა ვარ. ვსვამ, ვჭამ და მძინავს ფეხბურთთან ერთად. ის ჩემთვის ყველაფერია,“ - ამბობს აღტაცებული მააქი.
გულშემატკივართა ყველაზე საყვარელ აქსესუარს კი მაკარაპა ქვია. ის მაღაროელების მყარი პლასტმასის ქუდია, რომელიც მოხატულია და ზედ დროშები და ბუშტებია დამაგრებული.
მსახიობი ალფრედ ბალოიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მან თავის პირველი მაკარაპა 30 წლის წინ დაამზადა. ამის მიზეზი კი უბრალოდ შიში გახდა, რადგან დიანახა, რომ ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი ერთერთ გულშემატკივარს პირდაპირ თავში მოხვდა. მაკარაპა კი მყარი და გამძლეა.
მასში გულშემატკივრები უსაფრთხოდ და მხიარულად გრძნობენ თავს.
„სტადიონზე, როცა მაკარაპა მახურავს, თავს დაცულად ვგრძნობ. დროდადრო მე მასზე ლამაზად ვხატავ ხოლმე. სტადიონზე როცა ვარ ხალხს ცემი მაკარაპა მოსწონს,“- ამბობს ალფრედი.
ამგვარად, მაკარაპათი ვაჭრობა სარფიან ბიზნესად იქცა. ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის სტადიონები ნაირნაირი მაკარაპებით იქნება აჭრელებული. თუმცა გულშემატკივართა აქსესუარი მხოლოდ მაკარაპა არ გეგონოთ. არსებობს კიდევ ერთი მეტად საინტერესო რამე - სახელად ვუზუზელა. ეს გრძელი პლასტმასის რქააა, რომელიც მხოლოდ ერთ ხმას გამოსცემს, მაგრამ წარმოდგინეთ ათასობით ვუზუზელას რომ ჩაბერავენ, რა მოხდება... ამას კი სამხრეთ აფრიკელები და ასევე სხვა გულშემატკივრები მოწინააღმდეგე გუნდის შესაშინებლად გამოიყენებენ.
ვუზუზელას ეფექტმა ზოგიერთი საფეხბურთო ნაკრები და კომენტატორები უკვე დააფრთხო. ისინი ვუზუზელას აკრძლავს ითხოვენ. თუმცა, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ - „ფიფამ“ ამაზე უარი თქვა, რადგან ვუზუზელა, ეს ხომ აფრიკული ფეხბურთის ტრადიციაა, აქ ვუზუზელას გარეშე აფრიკის ჩემპიონატები არ ტარდება.
სპეციალურად წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი მუსიკა და ცეკვა შეიქმნა. ამ ცეკვას დისკი ქვია. მხოლოდ მოსმენით მისი აღქმა რთულია, თუმცა ყველანი ერთად ვიხილავთ ამ ცეკვას სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე. დისკი - ეს ფეხბურთელის მოძრაობაზე და მიმიკაზე დაფუძნებით შექმნილი ცეკვაა.
მოკლედ, სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო ციებცხელებაა. ერთთვიან დღესასწაულამდე ერთი კვირა რჩება. სწორედ ამ დღისთვის - 11 ივნისისთვის ემზადებიან იოჰანესბურგში ლითონის დოლებით აღჭურვილი მუსიკოსები. ისინი ქუჩიდან ქუჩაზე გადადიან და რეპეტიციებს გადიან. ზოგ უცხოელს ეს აღიზიანებს, თუმცა უმრავლესობას კი მოსწონს. ეს ხომ იმ საზეიმო განწყობის ნაწილია, რომლითაც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ.